მედიტაცია პოპულარულობაზე ორშაბათი 14 თებერვალი
- nanacharkvianni
- Mar 20, 2022
- 4 min read
ვის არ უფიქრია, თუ რა მიმზიდველია პოპულარულობა. საზოგადოების თვალში ცნობადობა მწვერვალია, რომლის დაპყრობის პლიუსების სია ულევია - ხალხმრავალ ადგილებში შენთვის ადგილს ყოველთვის ათავისუფლებენ, ყველა თბილად გესალმება - სრულიად უცხოებიც კი, ხალხი თამამად გაქებს, არ არის საჭირო ხალხს გაეცნო, თუ უკმაყოფილო ხარ ხალხი გისმენს, შენი გაბედნიერება სხვების ცენტრალური მიზანია, გყავს მიმდევრები, რომლისთვისაც ინსპირაციის წყარო ხარ, მაგრამ მაინც იშვიათდ ვინმე ამბობდეს, რომ მას პოპულარულობა სურს. ალბათ ცოტა სამარცხვინოა იმის აღიარება, რომ ეს ყველაფერი ძალიანაც მოგვწონს. თითქოს ეს ჩვენზე ცუდად მეტყველებს, მაგრამ რატომ?! ჩემი აზრით ეს თემა არ არის საკმარისად განხილული და სულაც არაა ხელწამოსაკრავი. ამოიტომაც გთავაზობთ ჩემ ჰიპოთეზას - პოპოულარულობის ინტენსიური სურვილი მოდის წარსული უგულებელყოფიდან და ტრავმიდან. უხეშად ჟღერს, მაგრამ მგონი ეს სურვილი არასრულფასოვნების გრძნობიდან მომდინარეობს. შესაძლოა რთულად გასახარებელი მშობლების გამო გაჩნდეს სამყაროს გახარების სურვილი, მშობლებმა თუ არა შეიძლება გარე სამყარომ - სკოლის ეზომ თუ მეგობრების წრემ გახადოს რთული თავის დამკვიდრება და შედეგად დათესოს გრძელვადიანი კომპლექსი. იმის მიუხედავად, თუ რომელი წარსული გამოცდილებიდან მოდის შედეგი, გზაჯვარედინზე გვხვდება ფაქტი - ცნობადობა ვერ გვაძლევს იმას, რასაც მისგან ვითხოვთ და ველით. ადამიანს ცნობადობა სურს, რადგან ხალხს მოწონდეს, მაგრამ ხალხი ძირთადად არ არის ერთგული არც მოწონებაში და არც სიკეთის გამოხატვაში. მიზეზი ძალიან მარტივია - ერთი ადამიანის წარმატება მოიცავს ბევრად მეტის იმედგაცრუებას. ცნობადობა სუბიექტს ახარებს, დანარჩენს წყენს. ეს წყენაც გასაგებია, ამდენი პლიუსის დანახვის მერე ვისაც ეს არ გამოუცდია, ვერ აცნობიერებს თუ რამდენად კომპლექსურია იყო მუდმივად გამადიდებელი შუშის ქვეშ. შეიძლება ითქვას, რომ ამის შედეგად ცნობილ ადამიანებს სამართლიანად არ ექცევიან. ცნობადობა ადამიანს ხდის უფრო სენსიტიურს და დაუცველს რადგან ისინი ყოველდღიური განსჯის მსხვერპლები ხდებიან. ყველას ეძლევა უფლება განიხილოს მათი ხასიათი, წარმატება, შეცდომა, პირადი ცხოვრება თუ გარეგნობა როგორც მშრალი ფაქტები, არადა მოსაზრება და სიმართლე ხშირად ერთმანეთს ძალიან ცდება. წარმოიდგინეთ თქვენი ცხოვრების ყველა შეცდომა თუ უსიამოვნება რომ უკონტექსტოდ საჯარო გახდეს. თქვენი ცხოვრების მინიატურული, გარდამტეხი თუ ინტიმური მომენტები, რომელიც გქმნით და გძერწავთ, აღარ იყოს მხოლოდ თქვენი? მარჯვნივ, მარცხნივ ეკრანზე თუ ქუჩაში იყოს თქვენზე ინფორმაცია და მისი ანალიზი შენი სიმართლის გათვალისწინების გარეშე ხდებოდეს. ჩვენ ხომ ვიცით არასასიამოვნო კომენტარის მიღებას როგორი ეფექტი მოჰყვება. რამდენიმე საათი თუ დღე ჭირდება მის გადახარშვას და მისგან გათავისუფლებას. სოციალური ქსელის არსებობაც ბევრად ამარტივებს პოზიტიურ თუ ნეგატიურ განხილვას. მცირე მასშტაბის სელებრითის ახლა რეგულარულად შეუძლა მიიღოს იმავე რაოდენობის კომენტარი, რაც აქამდე მხოლოდ ჰოლივუდის ვარსკვლავებს შეეძლოთ. არადა ფსიქოლოგიურად, ცნობილ ადამიანებს ყველაზე ნაკლებად შეუძლიათ ამას ჯანსაღად გაუმკლავდნენ. რეალურად ისინი ცნობილები ხომ გარკვეულწილად არაჯანსაღობის გამო არიან? იმის მაგივრად, რომ ცნობადობა კომპენსაციას უკეთებდეს მათ ამ ნაკლს, ის პირიქით აუარესებს ექსპონენციალურად. მონიტორის უკან მჯდომი ხომ არ ფიქრობს ამ ყველაფერზე, როგორ წარმოიდგენს ის რომ ცნობილი ადამიანები უფრო თხელი კანის არიან, ვიდრე თვითონ. როდესაც წინ წევენ ცნობილი ადამიანები ამ პრობელმის არსებობას იშვიათად მოჰყვება გაგება და სიმპათია. ნატკენი სელებრითის იდეას ხომ მასა ვერ იღებს სერიოზულად. “ვინ დააძალა რო?” “მაგის ადგილას მე ვიყო”. საწყალი სელებრითის კონცეპტი ერთი დიდი ხუმრობაა გარე თვალისთვის. შესაბამისად, ბევრი ადამიანი უბრალოდ იწყებს სელებრითიების თავიდანბოლომდე ზიზღს. კონკრეტულ ადამიანებს არ მოიცავს ეს ზიზღი, მთლიანი სელებრითი კულტურის უგულებელყოფა ხშირი ფენომენია ჩემს ირგვლივ. ამ ადამიანებს ეზიზღებათ ის ფაქტი, რომ ყველა ცნობილ ადამიანზე ლაპარაკობს, მათზე კითხულობს, აინტერესებთ სად იყვნენ დასასვენებლად…ვისთან ერთად… ეს პოზიცია კი ჩემი აზრით სიღრმისეულად უპასუხისმგებლოა. ინსპირაცის მიღების იმპულსი და კუმირების ყოლა ადამიანის ბუნების ნაწილია. ამის იგნორირება და აკრძალვა ამ იმპულსს არ აქრობს. რადგან ამის მნიშვნელობას ფუნდამენტურად ვერ გავექცევით ვთვლი, რომ ვისაც არ მოგვწონს დღევანდელი რეალობა, არ უნდა ვცდილობდეთ დავაკნინოთ სრულიად სელებრითი კულტურა, არამედ უნდა მიზნად დავისახოთ მისი გაუმჯობესება. პრობლემას ვხედავ რადგან ის ადამიანები, ვინც დღესდღეობით რელევანტურები არიან, არ მიეკუთვნებიან იმ კატეგორიის ადამიანებს რომლების ცხოვრების, ფიქრების და ნათქვამის ცოდნა რაიმეთი სასარგებლოა ჩემთვის ან ჩემი თანატოლებისთვის. სოციალურ ქსელში აქტიური და ყველაზე პოპულარული ადამიანები საუკუნის მოაზროვნეები სამწუხაროდ არ არიან. საერთო ცნობიერებაში წინ უნდა წამოიწიოს უფრო სრულფასოვან ადამიანებში ინტერესმა. ახალგაზრდების ინსპირაციის წყარო დღესდღეობით სიშიშვლე და სიმდიდრეა. ამაზე ლაპარაკი აუცილებელია რადგან სელებრითიები უბრალოდ არ ჩნდებიან, ჩვენ ხალხი ვქმნით მათ. ჩვენი ყურადღებით, გამოხმაურებით, ლაპარაკით თუ მოწონებით ხდება ადმიანი ცნობილი. საკუთარ თავებში ჩაღრმავებით უნდა დავიწყოთ. ჩვენი ღირებულებები უნდა ემთხვეოდეს იმ ინფორმაციას რასაც ვიღებთ. ჩვენ ვაკონტროლებთ ჩვენ თავებს. ძირითადად ტელეფონს რომ ვხსნით არც ვიცით რა შეგვხვდება, მაგრამ ზემდეტად ბევრი რომ გვხვდება ხომ ფაქტია? არ უნდა ვუშვებდეთ ჩვენში ყველას და ყველაფერს რასაც გვთავაზობენ, შესაბამისად რეაქციაც არ უნდა იყოს აუცილებელი ყველაზე და ყველაფერზე. დიდი ნაწილი ამ ინფორმაციის არ არის ჩვენი და რაც უფრო მნიშვნელოვანია არ არის ჩვენთვის, არ უნდა დავიზაროთ გაფილტვრა და მორგება ამ ყველაფრის. თვალი უნდა გავუსწოროთ ჩვენ თავებს, სქროლვაზე დახარჯული საათების არუნდა გვრცხვენოდეს, ეს დრო რასაც დღეს ხარჯვას ვეძახით ათასი სოციალური ქსელით და ათასი სელებრითის ცხოვრების ცხოვრებით სულაც არ არის საჭირო იყოს დანაკლისი, ძალიან შესაძლებელია პროდუქტილად ვაქციოთ, გამოსადეგი ინსპირაცია და ინფორმაცია მივიღოთ, მაგრამ ამას მონდომება და ცვლილება ჭირდება, ვნერვიულობ, რომ თუ ეს არ მოხდება ძალიან ილუზიაში მყოფი თაობა ვიქნებით რომლებმაც ბევრი დრო დავხარჯეთ და რესურსების მიუხედავად ძალიან ცოტა მოვიგეთ. ორი მხარეა პოპულარული ადამიანები და ის ადამიანები ვინც მათ პოპულარულს ხდიან. ორივეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს ამ რეალობაზე. ერთ მხარეს უნდა შეეძლოოს ღირსეულად ყურადღების გაცემა და მეორემ უნდა შეძლოს მისი ჯანსაღად მიღება. პატივისცემას, ქებას და გაგებას ფასი აქვს მხოლოდ იმ ადამიანებისგან რომლებიც გიცნობენ და უყვარხართ და არა ათასი თუ მილიონი უცხოსგან რომელიც ფრაგმენტულად გიცნობს. სუსტია ფრაგმენტული მეგობრობა, და საბოლოოდ ზუსტად მეგობრობაა არის ის რასაც ცნობილი ადამიანი ეძებს. შენ ქებას, ყურადღებას და მხარდაჭერას შორეულ ქვეყნებში ადამიანებზე მეტად იმსახურებენ შენ ირგვლივ ადამიანები რომლებისთვის შენი ს ი ტ ყ ვ ა შეუდარებლად ძლიერი და საჭიროა. ვინც უკვე ცნობილია, გირჩევთ მინიმალურად იცოდეთ გარე სამყაროს აზრები, შეინარჩუნეთ თავისუფლება თვითგამოხატულებაში ეს ბევრად სამაგალითოს გაგხდით. ასევე გთხოვთ ჩაუღრმავდეთ თქვენ თავებს, რამდენად სრულყოფილად გაქვთ გაცნობიერებული თქვენი ფესვები, ეს არასდროს არის გვიანი. უფრო კოლექტიურ პოლიტიკულ ჭრილში ყურადღება უნდა ექცეოდეს ფაქტს - ჩვენ დროში ძალიან ბევრ ადამიანს და განსაკუთრებით ახალგაზრდას აქვს სურვილი, რომ იყვნენ ცნობილები და უფრო მეტიც, ისინი აღიქვამენ მას აუცილებელ პირობას წარამატებული ცხოვრებისთვის. დროა დაიმსხვრას ეს ილუზია. გამოსავალი არის გააზრებულად და მიზანმიმართულად გავცეთ ჩვენი ყურადღბა და იმის მაგივრად რომ ცალსახად გვინდოდეს ც ნ ო ბ ა დ ო ბ ა გვინდოდეს კმაყოფილება, ემოციური სტაბილურობა იქნება, სიძლიერე, ინოვაცია, განათლება, თავისუფლება, გათვითცნობიერება თუ კრეატიულობა. მხოლოდ ამის შემდგომ და შედეგად ექნება აზრი პოპულარულობას.
Comments