top of page

      2022 წლის 79-ე დღე

  • nanacharkvianni
  • Feb 12, 2023
  • 4 min read

რამდენიმე დღეა რაც ყურსასმენი დავკარგე. ოღონდ დანამდვილებით ვიცი, რომ სახლში მაქვს. ბავშვობაში წარმოვიდგენდი თუ როგორ მეთამაშებოდნენ დამალობანას დაკარგული ნივთები და როგორ იციონდნენ ჩუმად 🪆 როდესაც ვეძებდი და ვერ ვპოუვლობდი. იმისდამიუხედავათ, რომ მეტი ჭკუა უნდა მქონდეს და ფანტაზიების აღარ უნდა მჯეროდეს, დღემდე მაინც განსაკუთრებით მაწუხებს ნივთის დაკარგვა. წუხილი კი ენით აუღწერელია როდესაც ეხება ნავიგაციური მელომანის დაკარგულ ყურსასმენს, ამიტომაც ასე თითქოს ერთი თუ ორი კიდურის გარეშე მომიწია დღეს გარეთ გასვლა. მომიწია ოდნავ გადაჭარბებული ნათქვამია ალბათ, რადგან უფრო გამოქცევას 🏃🏻‍♀️ ჰგავდა ეს ჩემი გამოსვლა. თორმეტ საათზე ჩემი ბინის მეპატრონე უნდა მოსულიყო ოთახის მომავალ კანდიდატთან ერთად და იმისდამიუხედავად, რომ ძალიან მიხარია თბილისში ჩამოსვლა და ამ სემესტრთან გამომშვიდობება მაინც საკმაოდ ტერიტორიალური ვარ (სხვათაშორის ბევრ ასპექტში) და ვერ ავიტანე ჩემი საყვარელი ოთახის აუქციონზე დასწრება. ყავა სწრაფად მოვიყუდე (ამ მახინჯი სიტყვის და ჟესტის სრული მნიშვნელობით) და გამოვედი.

🌞 გარეთ საოცარი ამინდი დამხვდა, ამიტომაც დღევანდელი გასერინების ნავიგატორად მზე დავნიშნე. მის თბილ სხივებს გავყევი და თავი ერთ ბაღში ამოვყავი, რომელიც მრგვალ ბაღს წააგავდა, თუმცა უფრო ტრაპეციის ფორმის იყო ვიდრე წრის და სენტ ეგზუპერის ძეგლის მაგივრად ხის ფიცრები და მშენებლობა 🚧 ზედამხედველობდა. ბაღში ჩემი სახლის ქუჩაზე მოსიარულე მოწყალე შემხვდა და ჩემი გატეხილი იტალიურით მომიწია ახსნა რომ ხურდა არ მქონდა. შემდეგ ერთადერთ ცარიელ სკამზე ჩამოვჯექი და ჩემ მეგობარ ელენეს შევეხმიანე. ლაპარაკისას ქუჩის მეორე მხარეს შევამჩნიე კაფე, რომელშიც დიდიხანია ვლამობ შესვლას, რადგან მუდმივად ხალხია შემოსეული. ლაპარაკს რომ მოვრჩი შესასვლელს მივუახლოვდი, კვირა დღის მადლით ბერვი თავისუფალი მაგიდა დამხვდა, ამოვარჩიე ერთერთი იდეალური შუქ-ჩრდილის ბალანსით და მალევე ძალიან არა-იტალიურად და სიმართლე ითქვას სირცხვილით შევუკვეთე თორმეტი საათის მერე ☕️ კაპუჩინო. ვინც იცნობთ იტალილიურ კულტურას იცით თუ როგორი ცოდვა ჩავიდინე. საბედნიეროდ მიმტანმა ამჯერად წარბი არ ამიწია. საკამოდ კარგი ინგლისურით მიიღო ჩემი შეკვეთა და დააყოლა თუ როგორ მოწონს ჩემი სტილი. გამიკვირდა ჩემი სწრაფად შერჩეული “all black look”- ი 🧛🏼‍♀️ რომ მოეწონა, მაგრამ მივხვდი რომ ალბათ ჩემ პიჯაკზე მობმულმა წნორის ლომის ოქროსფერმა ბროშმა და თბილისში ნაყიდმა 25 ლარიანმა სათვალემ შექმნა გარკვეული უცხო ესთეტიკა და გამოიწვია კომპლიმენტი.:))


კაპუჩინო უნაზესი და იდეალური ტემპერატურის იყო, დღევანდელი ამინდის 🌻 არ იყოს. გამახსენდა, რომ გასვლისას ჩანთაში ჩავიდე ჩემი და ბაბუაჩემის შედგენილი ისტორიის ბლოკნოტი, რომლის თავიდან კითხვა გუშინ საღამოს დავიწყე. ისტორიის გამეორებას ჩემთვის ორი მიზეზი აქვს. უპირველესყოვლისა ისტორიის ცოდნა ყოვველდღიურობაში ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერი მეორდება, ყველაფერი-ყველაფერს უკავშირდება და ამ ნიმუშების და სქემების ცოდნა ბევრად მარტივს, გასაგებს და ხელშესახებელს ხდის დღევანდელობას, რომელიც ერთი შეხედვით ახალი და რთულია. ამის შედეგად ისტორიაში ინფორმირებულობა იძლევა შესაძლებლობას და თავისუფლებას გახვიდე რაიმე მართლაც 💡 ახალზე.

მეორე მიზეზი არის ის, რომ ისტორია ჩემთვის ზუსტი მეცნიერებაა (ამით თავს ვიმშვიდებ რადგან ჭეშმარიტი ზუსტ მეცნიერებიდან არცერთი არ გამომდის). ისტორიის დამახინჯება და არასწორ კონტექსტში გახსენება ხშირი და ძალიან არასასიამოვნო რამეა. მაგალითად, დღეს კითხვაში მივხვდი რომ თურმე ამდენი ხანი ერთმანეთში ვურევდი რამზეს მეორეს სიკვდილის ისტორიას ატილას სიკვდილში. სიცილით მოვყევი ერთი ორჯერ - თქვენ იცით რომ რამზეს მეორე ეგვიპტის ერთერთი ყველაზე მნიშვნელპოვანი ფარაონი გარდაცვლილა თავისი ქორწილის დღეს ცხვირიდან სისხლდენით ??

ყოჩაღ ნანა. 🗿

ეს ჰუნების ბელადი ატილა ყოფილა და რამზესი ნაკლებლად კომიკურად ართრიტით გარდაცვლილა. ჩემთავთან შერცხვენილმა გავაგრძელე კითხვა.

32 გვერდის მერე მივხვდი, რომ დიდიხანი მომივიდა ცარიელი ჭიქით ჯდომა, ამიტომაც გადავიხადე და გავყევი ისევ მზეს.

ვიწრო ქუჩაზე ავღმოჩნდი რომელიც საოცრად აყვავებული დამხვდა.

🌈 გაზაფხული შემოსულა ლენ...

სეზონების ცვლა ყველაზე ტკბილი სურპრიზია. კალენდარულად სეზონის ცვლა კი სულ ვიცით, მაგრამ უშუალოდ პირველად დანახვა და შეგრძება ამ ცვლილების მაინც სხვანაირად ტკბილი და სასიამოვნო მომენტია.

გამიხარდა აქ რომ აღმოვჩნდი.

ჩაყოლებაზე სულ დაბალი ფერადი სახლები იყო, ამწვანებული აივნები და იტალიური ტიპის ჯიხურები, რომლებიც დღეს სამწუხაროდ გადაკეტილი იყო, მაგრამ თავისი გრაფიტიანი კარებით საოცარ ესთეტიურ სითნთეზს ჰქმნიდნენ. ამ ჩემ ტკბობაში მოხდა მთავარი…

ვიცი ახლა რასაც გეტყვით სასაცილოა, მაგრამ არ მომერიდება.

🗣 რაც აქ ვარ ა რ ა ს დ რ ო ს მინახავს ვინმეს ნაგავი გადაეყაროს…

დიახ, ამხელა ქალაქში მხოლოდ ეს საფიქრალი მაქვს.

არადა რომში თუ ხართ ნამყოფი, იცით რომ ნაგვის ყუთები ნაგავს ვერ იტევენ რის შედეგადაც მოსახლეობის ნაგავი დიდ ფართობს იკავებს ქუჩებზე, რომელიც ვიზუალური დისკომფორტის გარდა ნესტოებს ძალიან აფრთხობს. ჩემი სადარბაზოდან, რომ გამოდიხარ ქუჩისპირა კაფეში ადგავ ფეხს, რაც ნიშნავს, რომ როდესაც ნაგავი გამომაქვს (და ყოველთვის ბევრია რაგდან 3 გოგო ვცხოვრობთ ერთად), მაქვს ჰიპერ-უხერხულობის გრძნობა, რადგან მიწევს გავძვრე-გამოვძვრე ხალხში და მაგიდებში ისე, რომ არავის არ შევახო ან დავადო თავზე ჩემი ნაგავი.

ეს მარტივი პროცედურა ჩემთვის დაძაბულ აქტად იქცა და რადგან არ მსმენია ვინმე ასე წვალობდეს ნაგვის გადაგდებას და საერთოდ თვალით არ მინახავს ქალაქში ვინმე ნაგავს აგდებდეს, დღეს აი ამ ლამაზ ვიწრო ქუჩაზე, რომ დავინახე შუახნის ქალბატონმა როგორ გამოზიდა სამი სავსე ტომარა, რთულად აწია ნაგვის მძიმე თავი და ნელნელა ჩაყარა ყუთში, ჩემი დღის ნამდვილი “ჰაილაითი” გახდა.

ზოგს რა უხარია ზოგს რა…🧘🏻‍♀️

ბედნიერმა გავარგძელე სიარული, იქ ჯერ ჩიტებს დავაკვირდი, მერე ფოტოები გადავუღე ლამაზ ფისოებს და ქუჩის ბოლოს ისევ შემხვდა ჩემი ნაცნობი მოწყალე. ნეტა მცნობს ვიფიქრე? რატო უნდა მცნობდეს, დარწმუნებული ვარ ბევრი უცხოელი საშუალო სიმაღლის გოგო ხვდება დღე და დღე რომელიც ეუბენბა ნახევრად იტალიურად და ნახევრად ინგლისურად რომ ხურდა არ აქვს. ამდროს ჩემმა გასტრიტ გადატანილმა და ამჟამად მშიერმა კუჭმა შემატყობინა რომ მალე თუ არ შევჭამდი ისევ ზონდის გადაყლაპვა მომიწევდა. ამ ტკბილი ვიზუალის მერე ამოვიღე მალევე ტელეფონი და უახლოესი მარკეტისკენ გავემართე. რამდენჯერმე მითხრა ტელეფონის ნავიგაციამ 🗺 “turn right, turn left” და ერთ ერთი შეხვევისას აღმოვჩნდი იქ სადაც ვზივარ ახლა - რემონტის მდგომარეობაში მყოფი ეკლესისს კიბეებზე, სადაც მზე იდეალურად ანათებს და სადაც ულამაზესი ჟოლოსფერი ყვავილის ბუჩქები დგას. ვერ ვიუარე ნახატისებრი პეიზაჟი და კიბეზე ჩამოვჯექი. ბევრმა 🕷 ობობამ ცადა ჩემ პიჯაკზე ამოცოცვა და ჩემი დატერორება, თუმცა ჩემი ლომი მიცავდა! ამიტომაც ჩვეული კივილის გარეშე წამოვდექი, დავიფერთხე და ბუჩქს ჩამოვშორდი.

წერისას კუჭმა ზმუილი შეწყვიტა, მაგრამ ფიქრებმა ჩამიშვეს 🧠 და შეატყობინეს მას რომ ნანა წერას ამთავრებდა ამიტომაც ამომძახა ისევ. ამბობენ ადამიანი კუჭის მონააო, ჩემი დიქტატორი კუჭი ამ ნათქვამს ნამდვილად ეთანხმება.

მესმის მისი, ჩემი ამდენი ყავის გამო არ არის გაბოროტებული? ჩვენ ვქმნით დიქტატორებს და მერე მორჩილად ვუჯერებთ მათ ⛓ (აი ეს ძალიან ნათელია ისტორიაში).

არაუშავს, მზეც მოეფარა ამასობაში მაღალ შენობას და ახლა უკვე მესამედ ჩამიარა იმ მოწყალემ. ამჯერად გაეღიმა.

საკმარისი სეირნობაა ერთი დღისთვის. ალბათ ჩემ ოთახშიც მორჩა აუქციონი და დაბრახუნდა ჩაქუჩი. სახლისკენ გავემართებით მე, წნორის ლომი, და ჩემ ჩანთზე ამოცოცებული სტაფილოსფერი 🐞 ჭიამაია.

Ciao!





 
 
 

Comments


2021 © Nana Charkviani

bottom of page